კომპანია "არქი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. აღსანიშნავია, რომ "არქის" ახალი იდენტობის შექმნაზე ბრენდინგის #1-მა საერთაშორისო ექსპერტმა, მარტინ ლინდსტრომმა იმუშავა. სხვათა შორის ის რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია და მის კლიენტებს შორის არიან Disney, Mars, Pepsi, American Express, Mercedes-Benz, McDonald's, Kellogg's и Microsoft. კომპანია "არქის" ბრენდის რედიზაინის ღონისძიებაზე, რომელსაც არქი გრანდ ავენიუს ღონისძიებების დარბაზმა უმასპინძლა, ლინდსტრომმა თავად გააცნო აუდიტორიას კომპანიის ახალი იდენტობის კონცეფცია და შინაარსი. „არქის„ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ კი კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა და სტრატეგია წარადგინა.