დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს

2025-11-18 12:35:26+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს. ისივე თქმით, საბჭოს წევრების ვინაობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო კვირებში ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.