„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები და შეფასებები დეპუტატების მხრიდან - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები და შეფასებები დეპუტატების მხრიდან

2025-11-18 12:30:29+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები ოპოზიიციის მხირდან კრიტიკის მორიგი საგანი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის გეგმის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს საზღვრებს შიგნით იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყნის საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის აღარ გაიხსნება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის ტოლფასია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამას იმის გამო აკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი. რას ამბობენ ამ საკითხზე პოლიტიკური მხარეები.