შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მათ შორის არიან ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოსა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული უწყების კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან მათი გაძევება.