აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას გეგმავს. დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას გამართავს. ამავდროულად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკაზე დარტყმების განხორციელებაზე თანახმაა. თეთრ სახლში, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნება მექსიკაში სამიზნეების დაბომბვა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, ტრამპის თქმით, იამაყებდა კოლუმბიაში მდებარე კოკაინის ქარხნების განადგურებით.