გონიოსა და თბილისში 850 ჰექტარ მიწის ფართობზე დაანონსებული არაბული ინვესტიცია პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხვილვის მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტებს სერიოზულ ეჭვებს ის გარემოება უჩენთ, რომ ამ დრომდე არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. დოკუმენტის გასაჯაროებაზე უარის თქმას მმართველი გუნდი კომერციული საიდუმლოების დაცვის აუცილებლობით ხსნის. საკითხს გამოეხმაუარა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე შეიძლება იმის თქმა რომ პროექტი კარგია, ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკა კი არგუმენტს არის მოკლებული.