„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-18 09:21:27+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები ოპოზიიციის მხირდან კრიტიკის მორიგი ობიექტი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის გეგმის მიხედვით, არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს საზღვრებს შიგნით იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები ამიერიდან აღარ გაიხსნება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის ტოლფასია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამას იმ მიზეზით აკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი.