5 თვეში ანტიკორუფციული ბიურო მუშაობას შეწყვეტს. უწყება, რომელიც 2022 წელს ევრორეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა, სულ მალე „ქართული ოცნების“ გადაწტყვეტილებით გაუქმდება. უკვე ცნობილია, რომ ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ხელისუფლების ოპონენტენი მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ აღიარა, რომ ის ბიურო, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ეფექტური უნდა ყოფილიყო, რეალურად უფუნქციო აღმოჩდა. დაანონსებული ცვლილებებით პოზიტიური შედეგების მიღების იმედი არ აქვთ ექსპერტებსაც.