პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ - Palitra News

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

2025-11-17 22:15:42+04:00

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და საპროტესტო მსვლელობას, უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ.

პროტესტის მარშრუტი უცნობია. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა და პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე აგრძელებს.