დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების საკითხი განიხილეს - Palitra News

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების საკითხი განიხილეს

2025-11-17 20:54:02+04:00

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების საკითხი განიხილეს. ევროპარლამენტის მიერ უკვე მხარდაჭერილია კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაამარტივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. ქართველი ოპოზიცონერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც აღნიშნული კანონმდებლობა შეეხება, სწორედ საქართველო იქნება.