საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის - მმართველმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროში უკვე დაარეგისტრირდა - Palitra News

საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის - მმართველმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროში უკვე დაარეგისტრირდა

2025-11-17 20:52:54+04:00

საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის - მმართველმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროში უკვე დაარეგისტრირდა. მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს საზღვრებს შიგნით შეძლებენ. აქამდე მსგავსი მიდგომა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში არსებობდა. „ქართულ ოცნებაში“ განმატავენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება ექნება, თუმცა ერთი პირობით - მათ 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში მოუწევთ. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ გზით ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევას აღმოფხვრიან. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი.