ოპოზიცია იგლ ჰილსის არაბული მასშტაბური საინვესიტიცო პროექტის კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს, საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ არც ერთ ქვეყანაში, კომერციული პროექტების ხელშეკრულებები საჯარო არ არის. უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა და 6 მილიარ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტი, საქართველოში დამატებით სამუშაო ადგილსა და შემოსავალს მოიტანს.