6 მილიარ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტი, 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში - "ქართული ოცნების" მტკიცებით, ეს არის ნაწილი იმ ეკონომიკური სარგებელისა, რომელსაც იგლ ჰილსის მასშტაბური საინვესიტიცო პროექტი საქართველოს მოუტანს. ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავ ქონება ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყიდვას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ. "ქართული ოცნების" ოპონენტები ონტრაქტის დეტალები გაასაჯაროებას ითხოვენ. რას ითვალისწინებს "იგლ ჰილსის“ საინვესციო პროექტი და რა რისკებზე საუბრობს ოპოზიცია?