ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს - Palitra News

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

2025-11-17 09:19:26+04:00

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. „როიტერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მედიის ცნობით, გაერო-ს სამშვიდობო მისია მომხდარს სერიოზულ დარღვევად აფასებს. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ჯარისკაცებმა ისრაელის საზღვართან ახლოს, ლიბანის ელ-ჰამასის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს ორ ეჭვმიტანილს და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ისინი გაერო-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები იყვნენ. მათივე ცნობით, სამშვოდობოების იდენტიფიცირება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. ლიბანში გაერო-ს სამშვოდობო მისიის განცხადებით, ისრაელის ძალებმა მათ წარმომადგენლებს ცეცხლი „მერკავას“ ტიპის ტანკიდან გაუხსნეს და სროლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სამშვიდობოები ისრაელის ჯარებს ოფიციალური არხებით დაუკავშირდნენ.