უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა

2025-11-17 09:18:46+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა. ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზის მახლობლად, ვილაკუბლეის საჰაერო ბაზას ეწვევიან, სადაც ფრანგული მოეირიშე თვითმფრინავის, (რაფაელის)-ის პრეზენტაციას გამართავენ. ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გამოცხადდება, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება. კვირას ზელენსკი საბერძნეთში იმყოფებოდა, საფრანგეთის შემდეგ კი ის სამშაბათს ესპანეთს ეწვევა.