დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ყოფილი წევრისთვის, რუსუდან თევზაძისთვის საპარლამენტო მანდატის შეჩერების საკითხზე იმსჯელებს. როგორც თევზაძე განმარტავს, მან პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატის გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მისი განცახდებით, არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გახარიას გუნდის ყოფილი წევრი და დღეს უკვე უპარტიო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმედს იტოვებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ.