დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. როგორი განწყობით ხვდებიან გულშემატკივრები მატჩს?! ცოტნე შაორშაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.