აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემისთვის უპრეცედენტო პროექტის განხორციელება იწყება, რაც აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას ითვალისწინებს. პროექტისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დამატებით ერთ მილიონ ლარს კი აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პოლიკლინიკების ხელმძღვანელთან აფხაზეთის მთავრობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.