ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, “წიგნის დღეები" გრძელდება - Palitra News

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, “წიგნის დღეები" გრძელდება

2025-11-15 20:06:25+04:00

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, “წიგნის დღეები" გრძელდება. ღონისძიება მრავალფეროვან საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. მეთერთმეტე პავილიონში თავმოყრილ ადამიანებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას, გამომცემლობა "პალიტრა L“- ის სტენდთან ახალგაზრდების სიმრავლე იქცევს. ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება აქვთ, წიგნის პრეზენტაციას დაესწრნონ და საყვარელ ავტორებსაც შეხვდნენ. "ექსპო ჯორჯიაში" არა მხოლოდ ქართველი, არამედ, უცხოელი მწერლებიც იმყოფებიან. დიდი ინტერესი გამოიწვია, პალიტრა L-ის გამოცემამ - "თანამედროვე სომხური პროზა"რომლის ავტორებიც ქართველ მკითხველს შეხვდნენ. წიგნის დღეები ყოველწლიურად ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს. ექსპო ჯორჯია" მკითხველს 16 ნოემბერსაც უმასპინძლებს.