საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველს ბრალი წარედგინა - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - Palitra News

საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველს ბრალი წარედგინა - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

2025-11-15 20:04:50+04:00

საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველს ბრალი წარედგინა - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ჰერმესის“ სერვისების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოსდა კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუამისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამ ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.