სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები შეისწავლა - Palitra News

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები შეისწავლა

2025-11-15 20:02:18+04:00

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები შეისწავლა. დასკვნაში ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები შეკრების თავისუფლებას არღვევს, რამდენადაც აფერხებს აქციების მოწყობასა და მასში მონაწილეობას. ორგანიზაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებების გაუქმების მოწოდებით გამოდის. დასკვნაში საუბარია, რომ შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულების ბუნდოვანებამ და ფართო ფორმულირებამ შესაძლოა სამიზნედ აქციოს ის პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავენ.