მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ინდოეთის, ჩინეთის, ნიგერიის, თურქეთის, პაკისტანის, კამერუნის, სუდანის, ნეპალის, კენიისა და შრი-ლანკის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ.