1 წელი საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებიდან - გასული წლის, 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. თარიღთან დაკავშირებით დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მონაწილეთა სურვილია, ევროპული კურსისადმი საკუთარი ერთგულება გამოხატონ. საპროტესტო აქციას უერთდებიან კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ პარლამენტის წინ მყოფი მოშიმშილეებიც. ამ რიგებში, არ იქნებიან გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრები. როგორც აღინიშნა, აქციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ.