პოლიციამ მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა - Palitra News

პოლიციამ მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა

2025-11-15 13:27:07+04:00

პოლიციამ მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.