შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.