არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრება არ არის - Palitra News

არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრება არ არის

2025-11-15 13:25:05+04:00

არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრება არ არის. - ამბობს ექსპრემიერის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პალიტრანიუსის ეთერში. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი, გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2016 წელს, საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ კი - აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას და ჰქონდა, გარკვეული შმეოსავალიც, რომელიც ადვოკატის თქმით, კორუფციულ დანაშაულს არ უკავშირდება. საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო.