სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ტრამპის გზის“ ფარგლებში განიხილება მშენებლობისა და რეალიზაციის ნებართვის გაცემის ორი სცენარი, 99 და 49 წლით. ფაშინიანის განმარტებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადის გარშემო დისკუსიები მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური მდგენელი. როგორც მან განაცხადა, ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე განთავსებული ქონება სომხეთის რესპუბლიკის ხელში გადადის, თავად მიწა კი მუდმივად სომხეთის საკუთრებად რჩება.