შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.