პარლამენტთან გუშინდელ საპროტესტო აქციას შეუერთდა პეტერ ფიშერი და აღნიშნულ ფაქტს საკმაოდ მწვავე კრიტიკით გამეოხმაურნენ. პარლმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაზე ფიშერის გამოჩენას დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა უწოდა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩი სიტყვა „აკაცუკით“ მოიხსენია. მმართველ პარტიაში არც იმას გამორიცხავენ, რომ გერმანელი ელჩის ამ ქმედებას კონკრეტული დიპლომატიური და სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს - ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და გერმანიის ელჩს აქვს უფლება საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდეს - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიული სტანდარტის ნაწილი.