საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება - Palitra News

საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

2025-11-14 12:36:33+04:00

საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება - მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქცია 100 ლარი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ან მობილურით სარგებლობისთვის კი ჯარიმა 50 ლარი გახდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცვლილებათა პაკეტის მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამავდროულად, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.