"ფრიდომ ჰაუსის" უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი გაუარესებულია... ერთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის მინიჭებული 100-დან 74 ქულა, კიდევ ოთხით შემცირდა და ახლა 70-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, მიზეზი ქართული ოცნების მიერ, ბოლო დროს მიღებული კანონებია, მათ შორის, მედიის კონტექსტში. ,, „თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში საქართველომ ყველაზე დიდი კლება განიცადა, რადგან მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო.’’ - ნათქვამია ანგარიშში.