აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მოხელეებს მიმართავენ  - რა აქვთ სათქმელი დაკავებული პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეებისთვის - Palitra News

აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მოხელეებს მიმართავენ  - რა აქვთ სათქმელი დაკავებული პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეებისთვის

2025-11-14 12:33:11+04:00

აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მოხელეებს მიმართავენ, მოგვიანებით კი - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან პერიოდულად იკრიბებიან და საკუთარ გზავნილებს აჟღერებენ. ამავდროულად, ახლოვდება 28 ნოემბერიც. დემონსტრანტები, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, 1 წლის წინ, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან მოიხსნა. აქციის მონაწილეები თარიღთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას გეგმავენ. რა აქვთ სათქმელი დაკავებული პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეებისთვის და როგორია დაანონსებული აქციის დღის წესრიგი?!