ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვე რჩება. როგორც ცნობილია, დოკუმენტის შინაარსს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და საკითხზე მოსაზრებებს გაცვლიან. გაფართოების ანგარიშის კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე, საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრშია. შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ მასშტაბი მოსახლეობაზეც გავრცელდება?! - კითხვაზე მხოლოდ ვარაუდები არსებობს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ რისკებზე საუბრისას, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები საპასუხოდ აცხადებენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხზე იმუშავეს და დააფიქსირეს მკაფიო პოზიციები, რომ შემზღუდავი ზომები მხოლოდ მმართველი გუნდის მისამართით გატარდეს. როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სივრცეში?!