14-16 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში "თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება, სადაც მკითხველები თავიანთ საყვარელ გამომცემლობებთან ერთად კიდევ ერთხელ აღნიშნავენ წიგნიერების დღესასწაულს. სწორედ ამ დღების სამზადისზე მოგიყვებით და გაგიზიარებთ, რა სიახლეებს უმზადებს მკითხველს გამომცემლობა პალიტრა L, რომელიც წელს 20 წლის გახდა.
კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორების ახალი ნაწარმოებები, ახალი გამოცემები და ახალი სერიები, რომლებითაც ქართველი მკითხველი სულაც არ არის განებივრებული – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ზრდასრული თუ ყველაზე პატარა მკითხველი პალიტრა L-ის თაროზე იპოვის. გამომცემლობის სიახლეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ არცერთი წიგნი არ უნდა გამოტოვოთ!
ადგილზე მოსულ პატარა მკითხველებს ჯადოსნური საბავშვო სივრცე დახვდებათ სადაც შეძლებენ პალიტრა სტუდიის სამაგიდო თამაშებით ითამაშონ და შეხვდნენ მათთვის საყვარელ გმირებს.