თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები მოეწყო ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო. საახალწლო ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.