28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსოტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მარში გაიმართება. მოქალაქეები სიმბოლურად, უწყვეტი პროტესტის 365-ე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბწბიან. ისინი პრემიერის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერების თაობაზე, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. მათი განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანა დასავლურ კურსს არ დაუბრუნდება.