სურსათზე გლობალური ფასები მეორე თვეა მცირდება, რასაც ვერ ვიტყოდით საქართველოზე - Palitra News

სურსათზე გლობალური ფასები მეორე თვეა მცირდება, რასაც ვერ ვიტყოდით საქართველოზე

2025-11-13 14:12:29+04:00

სურსათზე გლობალური ფასები მეორე თვეა მცირდება, რასაც ვერ ვიტყოდით საქართველოზე. გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქტომბერში სურსათის ფასები ზედიზედ მეორე თვეა, დაეცა, რაც, ძირითადად, გლობალურ ბაზარზე არსებული უხვი მარაგით იყო განპირობებული - აღნიშნულ ანგარიშს Reuters ავრცელებს.

კერძოდ, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სასურსათო პროდუქტებს ეხება, ოქტომბერში საშუალოდ 126.4 პუნქტი შეადგინა, რაც სექტემბრის 128.5 პუნქტზე ნაკლებია. ეს მაჩვენებელი, ასევე, ოდნავ დაბალია 2024 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 21.1%-ით ნაკლებია. ამასთან, FAO-მ წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი რეკორდულ თითქმის 3 მლრდ ტონამდე გაზარდა, მაშინ, როცა ერთი თვით ადრე 2.97 მლრდ ტონას ელოდებოდა. ახალი პროგნოზი 2024 წლის მოსავალთან შედარებით 4.4%-ით მეტია.