„თიბისი კაპიტალი“ ვარაუდობს, რომ „წლის ბოლომდე ოქრო კიდევ გაძვირდება“ - Palitra News

„თიბისი კაპიტალი“ ვარაუდობს, რომ „წლის ბოლომდე ოქრო კიდევ გაძვირდება“

2025-11-13 14:11:53+04:00

„თიბისი კაპიტალი“ ვარაუდობს, რომ „წლის ბოლომდე ოქრო კიდევ გაძვირდება“. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ოქროზე ფასის ზრდას ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკა, მყიდველთა ბაზის გაფართოება, მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტები და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. პუბლიკაციის თანახმად, ოქროს მიმართ პოზიცია კვლავაც „შეძენისკენ“ არის მიმართული. უახლოესი პროგნოზით კი ფასი წლის ბოლომდე დაახლოებით 25%-ით გაიზრდება. კვლევის თანახმად, ამ ყველაფრის ძირითადი ფაქტორებია ის, რომ ოქროს მიწოდება შენელებულია, ხოლო მოთხოვნა გაზრდილი – როცა მოთხოვნა იზრდება, ბაზარი ვერ ახერხებს სწრაფად ახალი მიწოდების უზრუნველყოფას, რადგან ახალი მაღაროს გახსნა წლების პროცესია; ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლი ზრდის მოთხოვნას ძვირფას მეტალებზე; ამავე დროს მსოფლიოს მთავრობები ატარებენ მსუბუქ ფისკალურ პოლიტიკას, რაც ზრდის ლიკვიდობას და ამცირებს რეალურ სარგებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ოქროზე მოთხოვნას; გასათვალისწინებელია ასევე სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია — ბევრი ქვეყანა ამცირებს დოლარზე დამოკიდებულებას და ზრდის ოქროს წილს რეზერვებში. ამ ფონზე კი, ნებისმიერი დროებითი ვარდნა ოქროს ფასის განიხილება, როგორც კარგი შესაძლებლობა მის შესაძენად“, - ნათქვამია კვლევაში.