თორნიკე შენგელია, „არქის“ მასშტაბური პროექტის „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა. კალათბურთის ვარსკვლავს, რომელიც ახლა ბარსელონაში თამაშობს, სჯერა, რომ მისი თანამშრომლობა კომპანია „არქისთან“ წარმატებული იქნება, რადგან საერთო ღირებულებები აერთიანებთ: სანდოობა, ხარისხი და გრძელვადიანი ხედვა. ბიზნესსა და სპორტს ბევრი აქვთ საერთო: ემოციების, რისკების, დროის მართვა და გუნდურობა, ბიზნესსა და სპორტშიც წინაპირობაა.