ლიბერთიმ ევექსთან განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - Palitra News

ლიბერთიმ ევექსთან განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2025-11-13 13:51:30+04:00

ლიბერთიმ ევექსთან განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერები ევექსის 15 კლინიკაში, სპეციალურად მათთვის შექმნილი დამატებითი შეთავაზებით ისარგებლებენ. კერძოდ,სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერები განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეული წამყვანი ექიმებისგან, ევექსის კლინიკებში. განსაკუთრებული პირობები გავრცელდება კავკასიის მედიცინის ცენტრშიც, მრავალფეროვან სამედიცინო მომსახურებაზე.