პოლიტიკური შურისძიება და აბსურდული ბრალდება - ასე აფასებენ გიორგი გახარიას თანაგუნდელები მისი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას. ლიდერის, რომელიც თვეებია რაც საქართველოში არ იმყოფება და რომელსაც პატიმრობა შესაძლოა დღეს შეუფარდონ. საქმე ეხება ე.წ 20 ივნისის საქმესა და სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს. გახარიას თანაპარტიელები ირწმუნებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას მხრიდან მტრულ საქმიანობაში რომელიმე ქვეყნისთვის დახმარებას დაადასტურებდა. ექსპრემიერს "ქართულ ოცნებასთან" ერთად აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებით, გახარიას გუნდი მხოლოდ ფორმალურად განაგრძობს არსებობას და პარლამენტში შესვლის გადაწვეტილებაპარტიამ მხოლოდ პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად გადაწყვიტა.