„საქსტატი“ - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 831.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.6%-ით მეტია - Palitra News

„საქსტატი“ - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 831.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.6%-ით მეტია

2025-11-13 12:03:20+04:00

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 831.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.8%-ით), ხოლო იმპორტი 14 995.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3%-ით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 160.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0%-ია.