დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. სოციალურ ქსელში რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებას, და 17 ნოემბერს შეთანხმებას დაადასტურებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია და უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება. ქართული ოცნება ევროპელი დიპლომატების ნაწილს საკითხიოთ შანტაჟში ადანაშაულებს.