დამასკოს ეროვნული მუზეუმიდან ექვსი უძველესი ქანდაკება მოიპარეს - Palitra News

დამასკოს ეროვნული მუზეუმიდან ექვსი უძველესი ქანდაკება მოიპარეს

2025-11-12 15:28:16+04:00

,,როიტერის“ ინფორმაციით, დამასკოს ეროვნული მუზეუმიდან ექვსი უძველესი ქანდაკება მოიპარეს. როგორც „როიტერი“ იუწყება, ქურდმა მინის ვიტრინა გატეხა და ექვსი ქანდაკება მოიპარა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დამასკოს ეროვნული მუზეუმი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი კულტურული დაწესებულებაა და სირიის არქეოლოგიური და მხატვრული მემკვიდრეობის კოლექციას ინახავს.