ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც საჯარო მოხელეთა, ისე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა - Palitra News

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც საჯარო მოხელეთა, ისე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა

2025-11-12 13:24:44+04:00

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.