სიღნაღში, სადაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - არსებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა - Palitra News

სიღნაღში, სადაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - არსებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა

2025-11-12 13:01:41+04:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სადაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - პროცესში 3 ქვეყანა ერთობლივად არის ჩართული.

არსებული ინფორმაციით, გაიზარდა სამაშველო ჯგუფების რაოდენობა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო გიორგი არჯევანიძე / ფრანსპრესი