საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს - Palitra News

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს

2025-11-12 12:35:15+04:00

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც. უწყების ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ.