თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე - Palitra News

თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

2025-11-12 12:31:05+04:00

თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩასართავად, თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი და ორი დრონიც გამოგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილ "ჰერკულესის" ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 20 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ადგილზე გუშინვე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. სიღნაღის რაიონში უწყების ხელმძღვანელები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქ განჯის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი რეისს თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა - თვითმფრინავის კორპუსზე გარე ზემოქმედების კვალი არ შეინიშნება.