დონალდ ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს დიდი გამარჯვება უწოდა - Palitra News

დონალდ ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს დიდი გამარჯვება უწოდა

2025-11-12 09:34:48+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს დიდი გამარჯვება უწოდა. დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და სენატის უმრავლესობის ლიდერს გამარჯვება მიულოცა, მას შემდეგ, რაც სენატის დემოკრატებმა რესპუბლიკელებთან ერთად მხარი დაუჭირეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის” დასასრულებლად კანონის მიღებას. აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა.