თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი C130 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა - Palitra News

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი C130 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა

2025-11-12 09:30:17+04:00

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი C130 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა. ქალაქ განჯის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი რეისს თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა მედია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და მინისტრის მოადგილე რონი მესხი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ თაიპ ერდოღანს მიუსამძიმრა. ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელშიც წერს. ტრაგედიას ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰან ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანიც.